საზოგადოება

ივნისში სომხეთში რეგისტრირებული სამუშაო ადგილების ახალი ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა

ივნისში სომხეთში რეგისტრირებული სამუშაო ადგილების ახალი ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა: 719 ათას 224 სამუშაო ადგილი. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

„სომხეთი აგრძელებს მაღალი ეკონომიკური აქტივობის ორბიტაზე ყოფნას, აგრძელებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ივნისში კი სომხეთში რეგისტრირებული სამუშაო ადგილების ახალი ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა: 719 ათას 224 სამუშაო ადგილი. შესაბამისად, 2018 წლის მაისიდან დღემდე სომხეთში 171 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა“, – განაცხადა პრემიერმა.

ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელფასების ზრდა გრძელდება, მაგალითად, მიმდინარე წლის ივნისში გასული წლის ივნისთან შედარებით საშუალო თვიური ხელფასი 13,7 პროცენტით ანუ 34,469 დრამით (75 აშშ დოლარით) გაიზარდა.

მისი თქმით, ხელფასის გაზრდაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს პედაგოგთა და სამხედრო მოსამსახურეების ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი.

„დღეს სომხეთში არის მასწავლებელი, რომელიც ნებაყოფლობითი სერტიფიცირების შედეგად იღებს 507 ათას დრამის (დაახლოებით 1050 აშშ დოლარის) ოდენობის ხელფასს. დღეს სრ-ში 22 მასწავლებელი იღებს 400 000  დრამზე (დაახლოებით 800 აშშ დოლარი) მეტს. ნებაყოფლობითი სერტიფიცირების შედეგად გვყავს რეგულარული საკონტრაქტო ჯარისკაცები, რომლებიც გადასახადების ჩათვლით იღებენ ხელფასს 599 ათას დრამამდე (დაახლოებით 1250 აშშ დოლარამდე). ეს ორჯერ მეტია წინასთან შედარებით“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button