ეკონომიკა

სომხეთის ეკონომიკური აქტივობის ინდექსი ექვს თვეში 11,4 პროცენტით გაიზარდა

სომხეთის ეკონომიკური აქტივობის ინდექსი 2023 წლის იანვარ-ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,4 პროცენტით გაიზარდა.

ამას ადასტურებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დამახასიათებელი სრ სტატისტიკური კომიტეტის მიმდინარე ოპერატიული შეჯამებით მიღებული წინასწარი ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები.

სამრეწველო პროდუქციის მოცულობა მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 პროცენტით გაიზარდა და 1 ტრილიონ 167 მილიარდ 535 მლნ დრამი (დაახლოებით 2 მილიარდ 916 მილიონ 60 ათასი აშშ დოლარი) შეადგინა.

მშენებლობის მოცულობა 2023 წლის 6 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17 პროცენტით გაიზარდა და 174 მილიარდ 155 მილიონ 400 ათასი დრამი (დაახლოებით 435 მილიონ 138 ათას 500 აშშ დოლარი) შეადგინა.

წლის პირველ ნახევარში სავაჭრო ბრუნვის ზრდა 2022 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 23,6 პროცენტია (სულ: 2 ტრილიონ 280 მლრდ 859 მლნ 800 ათასი დრამი)(დაახლოებით 5 მილიარდ 702 მილიონ 149 ათას 500 აშშ დოლარი). ამავე პერიოდში გაწეული მომსახურების მოცულობა 16,8 პროცენტით გაიზარდა.

2023 წლის პირველ 6 თვეში სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი 1 პროცენტით შემცირდა. დაფიქსირდა ელექტროენერგიის წარმოების მოცულობის კლებაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კლება 2,7 პროცენტია.

საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობა მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 72,9 პროცენტით გაიზარდა და 3 ტრილიონ 467 მილიარდ 200 მლნ დრამი შეადგინა. ამასთან, წინა წლის პირველ 6 თვესთან შედარებით ექსპორტი 72,8 პროცენტით (შეადგინა 1 ტრილიონ 273 მლრდ დრამი) (დაახლოებით 8 მილიარდ 668 მილიონი აშშ დოლარი), ხოლო იმპორტი 73 პროცენტით (2 ტრილიონ 194 მლრდ 200 მლნ დრამი) (დაახლოებით 5 მილიარდ 485 მილიონი 500 ათასი აშშ დოლარი) გაიზარდა. იანვარ-ივნისში დრამის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 389,79 დრამი იყო.

ნახეთ მეტი
Back to top button