მთავარიპოლიტიკა

Freedom House მოუწოდებს ზეწოლა მოახდინონ აზერბაიჯანზე, რათა დასრულდეს უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული შიმშილი

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Freedom House-მა Twitter-ის საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც შეეხო მთიან ყარაბაღში არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას.

განცხადების ტექსტში კონკრეტულად წერია:

„მოვუწოდებთ აზერბაიჯანს, დაუშვას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს სასიცოცხლო ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს მთიან ყარაბაღს და დაუყონებლივ იმუშაოს თავისუფალი გადაადგილების უზრუნველსაყოფად ლაჩინის დერეფნის გახსნის მიმართულებით ხალხის, ავტომანქანებისა და ტვირთების შეუფერხებელი გადაადგილების გარანტიით.

რეგიონში გაუარესებულმა ჰუმანიტარულმა ვითარებამ მშვიდობიან მოსახლეობას წაართვა სასიცოცხლო მნიშვნელობის წამლები და პირველადი საჭიროების ნივთები. ჩვენ მოვუწოდებთ დემოკრატიულ მთავრობებს, მოახდინოს ზეწოლა აზერბაიჯანზე, რათა შეწყვიტოს უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული შიმშილი“.

ნახეთ მეტი
Back to top button