მთავარიპოლიტიკა

ის რომ აზერბაიჯანელებმა არ დაუშვეს ჰუმანიტარული ტვირთი, ეს ადასტურებს  აზერბაიჯანის განზრახვას მთიან ყარაბაღში გენოციდის ჩადენის შესახებ –  ფაშინიანი

ალყაში მოქცეულ მთიან ყარაბაღში გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთის სომხეთიდან შესვლაზე უარის თქმა მხოლოდ დაადასტურებს არსებულ შიშებს ბაქოს განზრახვაზე მთიან ყარაბაღში გენოციდის ჩადენის შესახებ. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა შეახსენა, რომ 26 ივლისსმთიან ყარაბაღში 19 სატვირთო მანქანაში 361 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა  ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის მხარდაჭერის სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით. 26 ივლისს ჰუმანიტარულმა  დახმარებამ მიაღწია კორნიძორს, ლაჩინის დერეფნის შესასვლელს.

„ჩვენ მოვითხოვეთ, რომ მთიან ყარაბაღში დისლოცირებული რუსული სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებს მიეღოთ ტვირთი და გადაეტანოთ მთიან ყარაბაღში, სადაც ლაჩინის დერეფნის 8 თვიანი უკანონო ბლოკადის შედეგად ჰუმანიტარული კრიზისი სუფევს. თუმცა აზერბაიჯანი ხელს უშლის ჰუმანიტარული ტვირთის შეტანას ლაჩინის დერეფნისა და მთიანი ყარაბაღის გავლით. ეს პრაქტიკა გაუგებარი და მიუღებელია“, – განაცხადა ფაშინიანმა.

აზერბაიჯანის მხრიდან ლაჩინის დერეფნის უკანონო გადაკეტვის მიზეზი ის იყო, რომ თითქოს სომხეთი დერეფანს სამხედრო მიზნებისთვის იყენებდა. პრემიერ-მინისტრმა ამს  აბსურდულ პრეტენზია უწოდა.

მთიან ყარაბაღში  გაგზავნილი 19 სატვირთო მანქანის შიგთავსი ასეთია: ფქვილი: 100 ტონა, მაკარონი: 80 ტონა, შაქარი: 60 ტონა, მცენარეული ზეთი: 40 ტონა, რძის ფხვნილი: 40 ტონა, მარილი: 20 ტონა, ბავშვის საკვები: 12 ტონა. წამალი: 9 ტონა: ერევანიდან გამგზავრებამდე სომხეთის რესპუბლიკაში  აკრედიტებული უცხოელი დიპლომატები მიიწვიეს და გააცნეს ამ სატვირთო მანქანების ზემოაღნიშნული შემადგენლობა.

„მაშინ რატომ არ უშვებს აზერბაიჯანი ამ ტვირთებსმთიან ყარაბაღში?  იმიტომ ხომ არა რომ  აზერბაიჯანის რეალური მიზანია შიმშილით მოკლას მთიანი ყარაბაღის ხალხი, მოახდინოს მათი  გენოციდი? თუმცა, მიუხედავად ჩვენი შეფასებისა, ჩვენ ველოდებით რუსეთის სამშვიდობო ძალების, ოფიციალური ბაქოს დადებით პასუხს, რადგან ჰუმანიტარული ტვირთის შესვლის დაუშვებლობა მხოლოდ დაადასტურებს რომ ბაქოს განზრახული აქვს მთიანი ყარაბაღის ხალხის გენოციდი“,  – განაცხადა ფაშინიანმა. .

პრემიერის თქმით, ჰუმანიტარული ტვირთის გადატანა ლაჩინის დერეფნით,  პირიქით, ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობის დამყარების მცდელობებს და იქნება პოზიტიური ნაბიჯი ნდობის ატმოსფეროს ჩამოყალიბებისკენ.

ნახეთ მეტი
Back to top button