მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის ცრუ ბრალდებებით სავსე გზავნილის გავრცელება აჩვენებს, რომ მთიანი ყარაბაღის მოქალაქის გატაცება წინასწარ იყო დაგეგმილი. სრ საგარეო საქმეთა სამინისტრო

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის გზავნილში ღია მუქარაა გაჟღერებული, რომ იგივე მიდგომა გამოიყენოს მთიანი ყარაბაღის სხვა მაცხოვრებლების მიმართ, ნათქვამია სრ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აზერბაიჯანის სასაზღვრო დაცვის სამსახურის წარმომადგენლების მიერ 68 წლის ვაგიფ ხაჩატრიანის გატაცებასთან დაკავშირებით.

განცხადების ტექსტში კონკრეტულად აღნიშნულია, რომ 29 ივლისს მკურნალობის მიზნით წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანხლებით სამკურნალოდ მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებით გადასაყვანი 68 წლის ვაგიფ ხაჩატრიანი გაიტაცეს ლაჩინის დერეფანში, უკანონო გამშვებ პუნქტთან. აზერბაიჯანის მესაზღვრე სამსახურმა,  სარწმუნო ინტერპრეტაციის გარეშე გადაიყვანა გაურკვეველი მიმართულებით.

„აუცილებლად მიგვაჩნია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ  წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მხარეებს წინასწარ აწვდის გადასაყვანი პაციენტების სიებს და მათ გადაყვანას მხოლოდ შეთანხმების შემდეგ ახორციელებს. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის მიერ გატაცებისთანავე ცრუ ნარატივებითა და ბრალდებებით სავსე გზავნილის გავრცელება მეტყველებს იმაზე, რომ ეს ოპერაცია წინასწარ იყო დაგეგმილი. უფრო მეტიც, გზავნილი შეიცავს ღია მუქარას, რომ იგივე მიდგომა გამოიყენოს მთიანი ყარაბაღის სხვა მაცხოვრებლების მიმართ.

აზერბაიჯანის ეს პრაქტიკა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევაა. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მფარველობის ქვეშ მყოფი პირის დაკავება სხვაგვარად არ შეიძლება შეფასდეს, ვიდრე ომის დანაშაული. ის ასევე მიზნად ისახავს მთიან ყარაბაღში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობის სრულად დაბლოკვას, ხოლო აზერბაიჯანი აგრძელებს ლაჩინის დერეფნის ბლოკირებას და ზოგადად ხელს უშლის სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციების შესვლას მთიან ყარაბაღში.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების ეს ქმედება არის ქვეყნის პრეზიდენტის 28 მაისს გაკეთებული განცხადების პირდაპირი განხორციელება: „ლაჩინის დერეფანში საგუშაგოს შექმნა გაკვეთილი იქნება მთიანი ყარაბაღის სომხებისთვის, რომ ისინი თავჩაქინდრულნი იყვნენ“ და უწყვეტი მუქარის განხორციელება, რაზეც სომხური მხარე არაერთხელ აფრთხილებდა საერთაშორისო პარტნიორებს და მოუწოდებდა მათ დაგმონ ეს და სხვა მსგავსი განცხადებები. აზერბაიჯანის ეს ქმედება პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ეთნიკური წმენდის შესახებ განგაში, რომელსაც სომხეთი დიდი ხანია აყენებს, ასახავს არსებული სასიკვდილო საფრთხეების სერიოზულობას.

უფრო მეტიც, ეს პრაქტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს სომეხი სამხედრო ტყვეების, მშვიდობიანი მოსახლეობის, ასევე მიმდნარე წლის  26 მაისს სრ სუვერენული ტერიტორიიდან გატაცებული სამხედროების არდაბრუნებისა და მათ მიმართ ყალბ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით აზერბაიჯანული მხარის არგუმენტების უსუსურობას.

ეს თვითმართლება, რომელიც განხორციელდა ლაჩინის დერეფნის სრული დახურვისა და მყ-ის ხალხის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხებზე უარის თქმის პარალელურად, მიზნად ისახავს მყ-ის მოსახლეობის დატერორებას და კიდევ ერთხელ აყენებს სერიოზულ ეჭვს იმის შესაძლებლობაზე, რომ არ მოხდეს არა მხოლოდ მყ-ის ხალხის მინიმალური უფლებების უზრუნველყოფა, არამედ ასევე სიცოცხლის უფლების რეალიზება საერთაშორისო ჩართულობის არარსებობის შემთხვევაში.

აზერბაიჯანის მიერ დღეს განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება და ლაჩინის დერეფნის ბლოკირება მიუღებლად და დასაგმობად მიგვაჩნია. ჩვენ ველით საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიან და მკაფიო ნაბიჯებს, მათ შორის არსებული ინსტრუმენტების გამოყენებას, რომლებიც მიზნად ისახავს ლაჩინის დერეფნის უწყვეტი მოძრაობის აღდგენას, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების საქმიანობის უზრუნველყოფას და ჰუმანიტარული წვდომის უზრუნველყოფას მთიან ყარაბაღში“,- ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button