მთავარიპოლიტიკა

დაჟინებით ვაგრძელებ ჩემს წინა მოწოდებებს აღდგეს თავისუფალი მოძრაობა ლაჩინის დერეფნის გავლით. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი

ლაჩინის დერეფნის გავლით თავისუფალი გადაადგილება უნდა აღდგეს, განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა. ის უკიდურესად შეშფოთებულია მთიან ყარაბაღში არსებული სერიოზული ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობით და მისი ფიქრები იმ ადამიანებთანაა, ვინც ამ სიტუაციის დიდ ნაწილს იტანს.

„ვაგრძელებ ჩემს წინა მოწოდებებს, რომ აღდგეს თავისუფალი გადაადგილება ლაჩინის დერეფნის გავლით. ყურადღებას ვამახვილებ შვიდი თვის წინ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ლაჩინის დერეფანთან დაკავშირებით მიღებულ დროებით ზომებზე“, – ნათქვამია ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მან ასევე მოუწოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს რეალური დიალოგისკენ. „ამ დიალოგს უნდა მოჰყვეს დაძაბულობის განმუხტვა და მშვიდობის აღდგენა, ასევე იმ ვალდებულებების შესაბამისად, რომლებიც 23 წელზე მეტი ხნის წინ იკისრეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა ევროსაბჭოში გაწევრიანებისას.

ნახეთ მეტი
Back to top button