მთავარიპოლიტიკა

სომხეთის საერთაშორისო მედია მთიან ყარაბაღში შექმნილი კრიზისის მიმართ ინტერესის ზრდას ამჩნევს

აზერბაიჯანი აგრძელებს ლაჩინის დერეფნის უკანონო დახურვას და არ აძლევს უფლებას სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღისთვის გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარება მთიანი ყარაბაღის მოსახლეობამდე მივიდეს, სადაც აზერბაიჯანის მიერ დერეფნის სრული ბლოკადის გამო სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისია.

31 ივლისს ჟურნალისტებთან საუბარში სომხეთის ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით სრ-ის მთავრობაში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელმა ვარდან სარგსიანმა აღნიშნა, რომ 26 ივლისიდან, როდესაც ჰუმანიტარული ტვირთი მივიდა კორნიძორის სასაზღვრო ზონამდე, ლაჩინის დერეფნის სასტარტო პუნქტამდე, საიდანაც წინსვლა ვერ მოხერხდა, რადგან აზერბაიჯანმა აკრძალა მათი შემოსვლა მყ-ში, ახალი მოვლენები არ შეინიშნება. მან დასძინა, რომ მთიან ყარაბაღში დისლოცირებული რუსული სამშვიდობო ძალების მხრიდან, რომელსაც სომხეთი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას სთხოვდა, პასუხი არ ყოფილა.

„სატვირთო მანქანების კოლონა მდებარეობს იმავე ტერიტორიაზე, კორნიძორში. „მიუხედავად სხვადასხვა სახელმწიფოს მიმართვისა, ფართო საერთაშორისო რეაქციის, სხვადასხვა პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების განცხადებებისა, ასევე საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებებისა, აზერბაიჯანი ფაქტობრივად აგრძელებს ლაჩინის დერეფნის უკანონო დახურვას და ტვირთის ტრანსპორტირების შეფერხებას“,- განაცხადა სარგსიანმა.

შექმნილ ვითარებას სხვადასხვა საერთაშორისო მედია აშუქებდა. სიტუაციას გაეცნენ ჟურნალისტები აშშ-დან, რუსეთიდან, ჩინეთიდან და არგენტინიდან. მისი თქმით, სიტუაციის წარმოსაჩენად ყველა ჟურნალისტისთვის ინფორმაცია ღიაა.

„ვითარების მიმართ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების ინტერესი იზრდება. გუშინ აქ იმყოფებოდა სააგენტო „ფრანს პრესის“ ჟურნალისტი და შესაძლებლობა ჰქონდა იქ მომხდარს თვალსაჩინოდ გაცნობოდა. შესაბამისი პუბლიკაცია სააგენტო „ფრანს პრესმა“ გაავრცელა“, – აღნიშნა სარგსიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button