სპორტი

ტიკნიზიანს განსაკუთრებული მიღწევა აქვს. Opta Sports:

მოსკოვის ლოკომოტივისა და სომხეთის ნაკრების მცველი ნაირ ტიკნიზიანი რუსეთის პრემიერლიგის ფარგლებში უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა. ამის შესახებ იტყობინება Opta Sports.

ტიკნიზიანმა ორი გოლი გაიტანა RPL-ის მე-2 ტურის მატჩში ვორონეჟის “ფაკელთან” (4:1). ეს თამაში მცველისთვის ზედიზედ მეოთხე თამაში იყო რუსეთის ჩემპიონატის ფარგლებში, რომელშიც მან მეტოქის კარის დაპყრობა შეძლო. მანამდე რპლ-ში დაცვის არცერთ მოთამაშეს არ შეეძლო ასეთი შედეგის მიღწევა.

ტიკნიზიანის მიღწევა ასევე უნიკალურია იმითაც, რომ 21-ე საუკუნეში ევროპის ტოპ-5 ლიგაში მხოლოდ ერთმა მოთამაშემ მოახერხა ასეთი შედეგის მიღწევა, კრისტიან ტერლიცმა, რომელმაც 2005 წელს “პალერმო“-ს შემადგენლობაში თამაშის დროს ზედიზედ 4 მატჩში გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ 24 წლის სომეხმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში RPL-ის ორ მატჩში უკვე 3 გოლი გაიტანა.

ნახეთ მეტი
Back to top button