პოლიტიკა

ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ გონივრული წინადადებები აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან შეხვედრის საკითხში:   მყ საგარეო საქმეთა სამინისტრო

როგორც Armenpress-ი  აქვეყნებს, მყ საგარეო საქმეთა სამინისტრო, აღიარებს საზოგადოების ინტერესის მნიშვნელობას სტეფანაკერტ-ბაქოს დიალოგის შესაძლო დაწყებასთან დაკავშირებით, როგორც მთიან ყარაბაღში, ასევე სომხეთში, ამავე დროს მიზანშეწონილად არ მიაჩნია კომენტარის გაკეთება იმ შეხვედრებთან დაკავშირებით, რომლებიც არ შემდგარნან.

„გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ამთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელისუფლება ყოველთვის მზადაა განიხილოს გონივრული წინადადებები მთიან ყარაბაღსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს შორის შეხვედრების ორგანიზებასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, მყ მხარე, თავის მხრივ, რეგულარულად გამოდის ინიციატივებითა და წინადადებებით, რომ მოაწყოს შეხვედრები მყ და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს შორის შუამავლების მონაწილეობით“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ამავდროულად, დეპარტამენტმა გამოთქვა რწმენა, რომ დიალოგის წარმატება დამოკიდებულია უთანხმოების მოგვარების საქმისადმი ორივე მხარის რეალურ ინტერესსა და კეთილსინდისიერ მიდგომაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button