საზოგადოება

აზერბაიჯანმა სომეხი სამხედროების ოჯახის წევრებს განზრახ მიაყენა ფსიქიკური ტანჯვა. ფონდი “თათოიანი”

აზერბაიჯანმა განზრახ მიაყენა ფსიქიკური ტანჯვა სომეხი სამხედროების დედებს, დებს და მათი ოჯახის სხვა წევრებს. ამის შესახებ ფონდმა „თათოანმა“ ახალი ანგარიში წარმოადგინა.

„აზერბაიჯანის მიერ სომხეთისა და არცახის წინააღმდეგ გაჩაღებული 2020 წლის 44 დღიანი და 2022 წ. 13-14 სექტემბრის ომის დროს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს მრავალი სამხედრო დანაშაული, მათ შორის სამხედრო ტყვეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წამება, სასამართლოს გარეშე მკვლელობები. მათ საფუძვლად უდევს ამ ქვეყნის ხელისუფლების სომხური სიძულვილის და მტრობის გაგრძელებული ფაშისტური პოლიტიკა.

ხელოვნური სისხლისსამართლებრივი დევნითა და შეთითხნილი სასამართლო აქტებით, აზერბაიჯანი დღემდე არ აბრუნებს სომეხ სამხედრო ტყვეებს და მშვიდობიან მოსახლეობას. ამგვარად, აზერბაიჯანის მთავრობა განზრახ აყენებს ფსიქიკურ ტანჯვას სომხურ ოჯახებს როგორც არცახში, ასევე სომხეთში.

ეს ანგარიში განიხილავს და ასახავს აზერბაიჯანის ამ დანაშაულებრივ ქმედებებს. მაგალითად, აზერბაიჯანელი სამხედროები აფერხებდნენ სამძებრო სამუშაოებს, გადამალეს და არ აბრუნებდნენ სამხედროების ცხედრებს და ა.შ.

“ფეისბუქზე”, “ტვიტერზე”, “ტიკტოკზე” და სხვა სოციალურ ქსელებზე აზერბაიჯანული მომხმარებლების ანგარიშებით სომეხ აუდიტორიაზე დამიზნებით, გააავრცელეს და პირდაპირ ოჯახებს გაუგზავნეს მოკლული და წამებული ოჯახების წევრი სამხედროების ფოტოები.

კვლევები ადასტურებს, რომ აღნიშნული დანაშაულები წახალისებულია აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ. ისინი მიზნად ისახავენ მძიმე ფსიქოლოგიური ტკივილის მიყენებას ოჯახებზე და სომხურ საზოგადოებაში დაძაბულობის შენარჩუნებას.

ანგარიშის მომზადება ასევე მოიცავს გასაუბრებას სამხედროების ოჯახებთან და საჭირო დოკუმენტაციის შესწავლას.

ჩვენ მადლობას ვუხდით სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს ანგარიშის მომზადებაში მხარდაჭერისთვის.

ეს ანგარიში შეიმუშავა სამართლისა და მართლმსაჯულების ცენტრმა „თათოიანმა“ ფონდმა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ამერიკელმა იურისტებმა გარო ღაზარიანმა და კარნიგ კერკონიანმაც“, – წერია ფონდის ფეისბუქის გვერდზე.

ნახეთ მეტი
Back to top button