მთავარიპოლიტიკა

არმენ გრიგორიანმა და ლუი ბონომ მთიან ყარაბაღში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი განიხილეს

2 აგვისტოს სრ უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა მიიღო უფროსი მრჩეველი კავკასიის მოლაპარაკებებში, ეუთოს მინსკის ჯგუფის ამერიკელი თანათავმჯდომარე ლუი ბონო.

მხარეები შეეხნენ სომხეთ-აზერბაიჯანული ურთიერთობების მოწესრიგების პროცესს და განიხილეს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხები. ა.გრიგორიანმა წარმოადგინა ჰუმანიტარული კრიზისი მთიან ყარაბაღში და მისი შედეგები, მან ხაზი გაუსვა ლაჩინის დერეფნის განბლოკვის აუცილებლობას.

მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხები.

ნახეთ მეტი
Back to top button