მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირი მხარს უჭერს სომხეთს ლაჩინის დერეფნის გახსნის საკითხში  –  ჟოზეპ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა განცხადება გააკეთა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ:

„ეს იყო მნიშვნელოვანი ზარი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან არარატ მირზოიანთან ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელიც გავლენას ახდენს ყარაბაღელ სომხებზე. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა ლაჩინის დერეფნის დაუყონებლივ გახსნასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. მნიშვნელოვანია, დავუბრუნდეთ პატიოსან დიალოგს, მათ შორის ბაქოსა და ყარაბაღის სომხებს შორის“, – წერს ის.

ნახეთ მეტი
Back to top button