მთავარიპოლიტიკა

თუ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრები არ არის განსაზღვრული, მაშინ რა ტერიტორიულ მოთხოვნებს  აყენებს აზერბაიჯანი –  ფაშინიანი

აზერბაიჯანის პრაქტიკა სხვადასხვა ადგილას დროშების ნებაყოფლობით და ხშირად ძალის გამოყენებით განთავსების პრაქტიკა ჰგავს საზღვრის დელიმიტაციას და ზოგადად სამშვიდობო პროცესის შეწყვეტას. ამის შესახებ სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 3 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ეს წინა დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ Euronews-ისთვის მიცემულ ინტერვიუშიც გამოჩნდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, აზერბაიჯანს სომხეთისგან ტერიტორიული მოთხოვნები არ აქვს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრები არ არის განსაზღვრული.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრები განისაზღვრა 1991 წლის ალმათის დეკლარაციამ და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში გამართული ოთხმხრივი შეხვედრის შედეგებმა, სადაც  2 ქვეყანას შორის საზღვრების  დემარკაციისა და დელიმიტიზაციისათვის საფუძვლად მიღებულ იქნა ალმათის დეკლარაცია.

როგორც ჩანს, აზერბაიჯანის გეგმა ასეთია. ხელი მოეწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ხოლო  ალმათის დეკლარაციაში დაფიქსირებული საზღვრები დარჩეს  სადავოდ და მოგვიანებით დემარკაციისა და დელიმიტაციის პროცესში წარმოადგენს ტერიტორიულ პრეტენზიებს სომხეთის მიმართ“, – თქვა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button