მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანთან გრძელვადიანი და სტაბილური მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობას ხედავს

სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ხედავს აზერბაიჯანთან გრძელვადიანი და სტაბილური მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობას და მოუწოდებს აზერბაიჯანს, თავი შეიკავოს ამ შესაძლებლობის შემცირებისკენ მიმართული ნაბიჯებისგან.

ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომის დასაწყისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მიუხედავად ყველა გართულებისა, ჩვენ ნამდვილად გვაქვს შანსი მივაღწიოთ, სტაბილურ და გრძელვადიან მშვიდობას.  მოვუწოდებ აზერბაიჯანს, თავი შეიკავოს ამ შესაძლებლობის შესამცირებლად მიმართული ნაბიჯებისგან, როგორიცაა სტეფანეკერტ-ბაქოს დიალოგის უწყვეტი ტორპედორება საერთაშორისო მექანიზმის ფარგლებში, ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკირება და მთიანი ყარაბაღის მკვიდრის  ვაგიფ ხაჩატრიანის გატაცება. მისი და სხვა ტყვეების, მძევლების და დაკავებულების გათავისუფლება მშვიდობის დღის წესრიგისადმი ერთგულების შთამბეჭდავი სიგნალი იქნება“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button