საერთაშორისო

საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

ჩვენი გადაწყვეტილებით, ორშაბათს გლოვის დღედ გამოცხადდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა მსჯელობა დღეს და შაბათ-კვირას გაგრძელდება აქტიური მუშაობა და, ჩვენი გადაწყვეტილებით, ორშაბათი გამოცხადდება გლოვის დღედ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში შვიდი ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული.

ნახეთ მეტი
Back to top button