საზოგადოება

დაუბრკოლებელი ჰუმანიტარული წვდომა დაუყოვნებლივ უნდა იქნას  უზრუნველყოფილი ლაჩინის დერეფნით   –  მხითარიანი

სომხეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, “ინტერის” ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე არცახის ბლოკადით გამოწვეულ რთულ ვითარებაზე ისაუბრა და ლაჩინის დერეფნის გახსნისკენ მოუწოდა.

„მთიან ყარაბაღში 30 000-ზე მეტი ბავშვი და მათი ოჯახი უკვე რვა თვეა ცხოვრობს ალყაში და განადგურებაში. სამშობლოში ჩარჩენილები არიან შიმშილისა და ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე, სიცოცხლის გადამრჩენი წამლების, საკვებისა თუ სხვა საჭიროების გარეშე.

შიმშილით მომაკვდავი ადამიანების ყოფნა კატასტროფაა, რომელიც სასწრაფო მოქმედებას მოითხოვს. ეს ომი უნდა დასრულდეს, რათა ბავშვებმა დაიწყონ მკურნალობა და გამოჯანმრთელება. ჰუმანიტარული პრინციპული და შეუფერხებელი წვდომა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ლაჩინის დერეფნის გავლით“, – წერს მხითარიანი ჰეშთეგებით #StopArtsakhBlockade და #OpenLachinCorridor-ის გამოყენებით.

ნახეთ მეტი
Back to top button