პოლიტიკა

მნიშვნელოვანია ლაჩინის დერეფნის გავლით თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა და გადაუდებელი ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილება  –  ნატოს წარმომადგენელი

ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინამ შეშფოთება გამოთქვა ლაჩინის დერეფნის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო.

„ძალიან შეშფოთებული ვარ ლაჩინის დერეფნის გარშემო არსებული მდგომარეობის გაუარესებით. მნიშვნელოვანია დერეფნის გავლით თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა და გადაუდებელი ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილება. ნატო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს გააორმაგონ ძალისხმევა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკების შედეგად შეთანხმების მისაღწევად“, – ნათქვამია კოლომინას Twitter-ის მიკრობლოგში.

ნახეთ მეტი
Back to top button