მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანს სურს უარი თქვას 9 ნოემბრის სამმხრივ განცხადებაზე და გააგრძელოს ომი. მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტი

მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტი არაიკ ჰარუთიუნიანი ფიქრობს, რომ აზერბაიჯანს სურს უარი თქვას 2020 წლის 9 ნოემბერს სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ ხელმოწერილ სამმხრივ დეკლარაციაზე და გააგრძელოს ომი.

ამის შესახებ მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტმა მთიანი ყარაბაღის საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.

არაიკ ჰარუთუნიანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა, ისარგებლა რა რუსეთის უკრაინასთან ომის დროს შექმნილი სიტუაციით, ცდილობს აიძულოს მთიანი ყარაბაღი დათმოს 9 ნოემბრის განცხადებით მინიჭებული უფლებები და დიალოგი დაიწყოს მის მიერ შემოთავაზებული დღის წესრიგით.

„აზერბაიჯანს სურს უარი თქვას სამმხრივ დეკლარაციაზე და გააგრძელოს ომი. ეს უკვე ომია, ეს არის ომის გაგრძელება, რომლის მიზანია ალყის გზით მთიანი ყარაბაღის საკონცენტრაციო ბანაკად გადაქცევა და შემდეგ გენოციდის განხორციელება“, – განაცხადა ჰარუთუნიანმა.

არცახის პრეზიდენტის თქმით, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის გენოციდური პოლიტიკის ერთ-ერთი მიზანი არის სომხეთზე ზეწოლა, რათა უფრო ხელსაყრელი პირობები ჰქონდეს სიუნიქის გზისთვის.

ჰარუთიუნიანმა 2021 წლის დეკემბერში ბრიუსელში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის, ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის სამმხრივი შეხვედრის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება მოიყვანა, რომ „ზანგეზურის დერეფანმა უნდა იმუშაოს ლაჩინის დერეფნის ლოგიკით“.

„თავიდან, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევდით, გვეგონა, რომ ეს იყო განცხადება სომხეთის ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით, მაგრამ მოგვიანებით აზერბაიჯანმა თავის პოლიტიკაში გაამახვილა ყურადღება. დღესვე შემიძლია განვაცხადო, რომ აზერბაიჯანი აგრძელებს ზეწოლას მაქსიმუმის მოსაპოვებლად. უნდა დავაფიქსიროთ, რომ აზერბაიჯანს აქვს სურვილი შეინარჩუნოს მთიანი ყარაბაღის სომხები მძევლად და პარალელურად განახორციელოს გენოციდი, ზეწოლა მოახდინოს სომხეთზე ზანგეზურის გზის უფრო პრივილეგირებული ვერსიის არსებობის კუთხით“, – განაცხადა არაიკ ჰარუთიუნიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button