მთავარიპოლიტიკა

ბაქოს მსგავს ქცევას ლაჩინის დერეფანთან დაკავშირებით იურიდიული საფუძველი არ აქვს. ირანელმა ექსპერტმა 4 მიზეზი დაასახელა

Regionmonitor.com-ის გადმოცემით, კავკასიის საკითხებში ირანელმა ექსპერტმა აჰმად კაზემიმ ბაქოს მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკირებაზე ისაუბრა.

კაზემიმ შეახსენა, რომ აზერბაიჯანმა 8 თვის განმავლობაში დაკეტა ლაჩინის დერეფანი, რომელიც ბუნებრივი გეოგრაფიული და ისტორიული გზაა მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის.

ექსპერტის თქმით, 2020წ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ ითვალისწინებს აზერბაიჯანის ნახჭევანთან დამაკავშირებელ დერეფანს, არამედ ხაზგასმულია მხოლოდ საკომუნიკაციო არხების განბლოკვა, ამიტომ ბაქოს ქცევას ლაჩინის დერეფანთან დაკავშირებით იურიდიული საფუძველი არ აქვს.

კაზემის თქმით, ბაქო ლაჩინის დერეფნის ბლოკირებით ოთხ მიზანს მისდევს.

1. მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის კავშირის გაწყვეტა სომეხი მოსახლეობის იძულებითი ინტეგრაციის ან იძულებით გადაადგილების მიზნით.

2. ნიადაგის მომზადება რუსი სამშვიდობოების მისიის არგაგრძელებისა და კავკასიის რეგიონიდან მათი გაძევებისთვის ნატოს, თურქეთის და „სიონისტური რეჟიმის“ მეტი ყოფნის უზრუნველსაყოფად.

3. სომხეთისთვის უკანონო პირობების დაწესება სასაზღვრო მოლაპარაკებებში

4. მოაწყოს პროპაგანდისტული შოუ „ნატოს თურანის დერეფნის“ ან ყალბი „ზანგეზურის დერეფნის“ გასაშვებად.

„ალიევების ასეთი მიდგომა, რომელიც მეტ-ნაკლებად შეესაბამება ბაქოს მიდგომას სხვა უმცირესობების მიმართ, კიდევ ერთხელ აჩვენებს ალიევების ოჯახის ლოზუნგების უსაფუძვლობას სომხების და სხვა ეთნიკური უმცირესობების უფლებებისა და უსაფრთხოების გარანტიის კუთხით“,- დასძინა კაზემმა.

ნახეთ მეტი
Back to top button