მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანი შიმშილს პოლიტიკურ იარაღად იყენებს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის წინააღმდეგ  – ედმონ მარუქიანი

სომხეთის ელჩმა საგანგებო დავალებებში ედმონ მარუქიანმა ფრანგულ გაზეთ Le Monde-სათვის აზერბაიჯანის პრეზიდენტის წარმომადგენლის ელჩინ ამირბაოვის მიერ მიცემულ ინტერვიუზე ისაუბრა, სადაც აზერბაიჯანელმა ჩინოვნიკმა გულწრფელად აღიარა, რომ აზერბაიჯანმა დახურა ლაჩინის დერეფანი და იყენებს შიმშილის, როგორც პოლიტიკურ იარაღს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის წინააღმდეგ.

ამის შესახებ მარუქიანმა თავის X (ყოფილი Twitter) მიკრობლოგში გამოაქვეყნა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მოთხოვნას აზერბაიჯანის მიმართ, შეწყვიტოს შიმშილის, როგორც პოლიტიკური იარაღის გამოყენება მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ, რათა აიძულოს ისინი მიიღონ მისი პირობები,ეს არის  კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული“, – წერს მარუქიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button