პოლიტიკა

ერდოღანმა დაადასტურა თურქეთის მონაწილეობამთიანი ყარაბაღის  წინააღმდეგ 2020 წლის  ომში

თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა დაადასტურა ანკარას მონაწილეობა 2020 წლის ომში მთიანი ყარაბაღელი  სომხების წინააღმდეგ.

„აზერბაიჯანთან ჩვენი თანამშრომლობის წყალობით ყარაბაღი განთავისუფლდა“, – აღიარა მან.

ერდოღანი მიიჩნევს, რომ თურქეთ-აზერბაიჯანული აგრესიის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების შესაძლებლობა არსებობს.

ამ მშვიდობისა და სტაბილურობის ნაყოფს სრულად გრძნობს გარე სამყაროსთან კონტაქტს მოკლებულიმთიანი ყარაბაღი,  რომელიც აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკადის გამო სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.

ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი კიდევ უფრო გააძლიერებს აზერბაიჯანთან ურთიერთობას ყველა სფეროში.

ნახეთ მეტი
Back to top button