საზოგადოება

სეისმოლოგმა დატოვა სტამბოლი  იწინასწარმეტყველა რა ძლიერი მიწისძვრა

ცნობილმა თურქმა სეისმოლოგმა ჯელალ შენგიორმა მიწისძვრის საფრთხის გამო სტამბოლიდან გადასვლა გადაწყვიტა. კოლეგებმა გააკრიტიკეს მისი საქციელი.

„60-70 ათასი შენობა, რომც არ ჩამოინგრა, ძლიერ დაზიანდება, სამაშველო ოპერაციების გამო გასვლა შეუძლებელი იქნება, ქალაქის უმნიშვნელოვანესი მარშრუტები გაუვალი გახდება და გადარჩენილებს  შექმნილი ქაოსის გამო, შესაძლოა, ქალაქში რამდენიმე დღით მოუწევს დარჩენა. ამის შესახებ   „რია ნოვოსტის“  ცნობით, მეცნიერმა ინტერვიუში განაცხადა.

ის შიშობს, რომ ქალაქში ინფრასტრუქტურა განადგურდება, მაშველების დეფიციტი იქნება, მდგომარეობა შიმშილამდე და ძარცვამდე მივა.

შენგიორი გააკრიტიკა მისმა ძველმა კონკურენტმა, სეისმოლოგმა ნაჯი გიორიურმა. “მე თვითონ არ ვფიქრობ სადმე გადასვლაზე და არც მიმაჩნია სწორად. როგორ გავაგრძელო ცხოვრება, თუკი თავს გადავირჩენ და ასიათასობით ადამიანი კი გარდაიცვლება”, – განუცხადა მეცნიერმა პორტალ “მედიატავას”. ამავე დროს, მან აღნიშნა მსგავს კატასტროფებზე რეაგირების გეგმების შემუშავების მნიშვნელობა.

ქანდილის ობსერვატორიის ხელმძღვანელმა ჰალუკ ოზენერმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მიწისძვრისთვის მომზადება. „კონიაშიც კი, სადაც არ არის სეისმური ხარვეზები, ამ დღეებში  მიწისძვრა მოხდა და არავის  უწინასწარმეტყველია“, – განუცხადა მან საინფორმაციო სააგენტო DHA-ს.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ყაჰრამანმარაშის პროვინციაში, 6 თებერვალს 7,7 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრები მოხდა 9 საათის ინტერვალით. ბიძგები  იგრძნობოდა ქვეყნის ათ შტატში და მეზობელ შტატებში, სადაც ყველაზე მეტად დაზარალდა სირია. თურქეთშიამ მიწისძვრისას  55 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ნახეთ მეტი
Back to top button