საზოგადოება

სომხური ეროვნული ახალგაზრდული კონფერენცია  – ჟაჭვი  დიასპორის ახალგაზრდების სამშობლოსთან დასაკავშირებლად

დიასპორის  ახალგაზრდების უკან დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით, სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის საკითხებში მთავარი კომისრის ოფისმა განახორციელა ახალგაზრდული ეროვნული ფორუმი.

სრ დიასპორის საკითხებში მთავარი კომისრის, ზარეჰ სინანიანის განცხადებით, თუ დიასპორის ახალგაზრდები აღიარებენ, რომ სომხეთი არის ქვეყანა, სადაც მათ სურთ ცხოვრება, მათი ფიზიკური დაბრუნება  დროის საკითხი გახდება.

„მსგავსი კონფერენციის ჩატარების იდეა გასულ წელს გაჩნდა „სრულიად  სომხური სამიტის“ დროს, რადგან, ბუნებრივია, დღის წესრიგი იქ ახალგაზრდობის საკითხებზე არ შეჩერებულა. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ის ოქტომბერში გაიმართა,  არაერთ ახალგაზრდულ ორგანიზაციას და სტუდენტურ გაერთიანებას არ ჰქონდათ მონაწილეობის შესაძლებლობა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენი სამიტისა და საზოგადოების სხვადასხვა ვიზიტების დროს მოვისმინეთ არაერთი წინადადება და საჩივარი, რის შედეგადაც გადავწყვიტეთ და მოვიწვიოთ ახალგაზრდული ფორუმი“, – განაცხადა ზარეჰ სინანიანმა 8 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფერენციის მომზადებაში, დღის წესრიგის შემუშავებისა და მომხსენებლების შერჩევის პროცესში ჩართული იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც წარმოადგენენ სომხეთისა და დიასპორის სხვადასხვა წრეებს. საკონსულტაციო ორგანო, რომელიც შედგებოდა ოფისის ექსპერტებისა და ახალგაზრდებისგან 12 ქვეყნიდან, თვეების განმავლობაში მუშაობდა კონფერენციის დღის წესრიგის საკითხების შემუშავებაზე.

შედეგად, ჩვენ გვქონდა ძალიან მრავალფეროვანი დღის წესრიგი, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების საკითხები, სომხური ინტერესების დაცვა, განათლება, კულტურა, ახალგაზრდული ორგანიზაციების განვითარება, სომხეთ-დიასპორის  თანამშრომლობა და ა.შ.“, – განაცხადა სინანიანმა.

კონფერენციაში მონაწილეობდა 18-35 წლის 600 სომეხი  ახალგაზრდა 50-ზე მეტი ქვეყნიდან. სათემო, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურული და სხვა წრეებიდან გვყავდა 20 მონაწილე მთიანი ყარაბაღიდან, რომლებიც შეუერთდნენ ონლაინ და 50 მონაწილე სომხეთიდან და 100-მდე მომხსენებელი 15 ქვეყნიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button