საერთაშორისო
აზერბაიჯანული პროპაგანდა საფრანგეთის წინააღმდეგ
ვითომ ამერიკული საინფორმაციო საიტის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებული ვირუსული ვიდეო შეიცავს ვიდეო რგოლს, რომელიც თითქოსდა აჩვენებს, რომ საფრანგეთში ადამიანის უფლებები ირღვევა და პარიზის ოლიმპიადა უნდა გაუქმდეს. თუმცა Euronews-მა გაარკვია, რომ საიტი არის ფიშინგ საიტი, რომელსაც აზერბაიჯანელი ბიზნესმენი მართავს.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანი ყველა თვალსაზრისით დიქტატურია, მსოფლიოში ცნობილი ქრთამებით, რისთვისაც სპეციალური ტერმინი შექმნეს და ეწოდება “ხიზილალის დიპლომატია” და ამ ქვეყანას 30 წელზე მეტია ერთი ოჯახი მართავს, პრეზიდენტობა მემკვიდრეობით გადაეცემა, ხოლო მისი მეუღლე ვიცე-პრეზიდენტია.
ამ ქვეყანაში სომხებისთვის თავის მოკვეთა გმირობად ითვლება, ჟურნალისტების მკვლელობა კი ჩვეულებრივი მოვლენაა.