საზოგადოება

საერთაშორისო საზოგადოება ვერ გააგრძელებს თვალის დახუჭვას, როცა მთიან ყარაბაღში შიმშილით იღუპებიან  –  უფლებადამცველის ეველინა ოჩაბის სტატია Forbes-ში

უფლებადამცველი ეველინა ოჩაბიս საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ეროვნული უმცირესობების შევიწროების საკითხი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.  ამ ბოლო დროს მან  გამოაქვეყნა სტატია Forbes-ში, სადაც საუბარია აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის ბლოკირების შედეგად არცახში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე.

როგორც „Armenpress“-ი  იუწყება, უფლებადამცველმა თავის სტატიაში მოიყვანა  გაეროს ექსპერტების განცხადება 7 აგვისტოს, რომ აზერბაიჯანის მიერ ბლოკადის შედეგად ბოლო შვიდი თვის განმავლობაში გადაკეტილია მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა. რის შედეგადაც მოსახლეობა საკვების, საკვების, სამედიცინო და ჰიგიენური საშუალებების მკვეთრი დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა.

ოჩაბმა თავის სტატიაში გაიხსენა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები ლაჩინის დერეფნის გავლით ადამიანებისა და მანქანების გადაადგილების უზრუნველყოფის შესახებ და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი არ დაემორჩილა გადაწყვეტილებებს,  ლაჩინის დერეფანი კი  – კვლავ დაბლოკილია.

უფლებადამცველმა ასევე მიუთითა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილი პროკურორის, ლუის ოკამპოს დასკვნაზე, სადაც ეს უკანასკნელი აფიქსირებს, რომ აზერბაიჯანი ახორციელებს გენოციდს მთიან ყარაბაღში.

„მთიან ყარაბაღში არსებული მძიმე ვითარების შესახებ ანგარიშები საბოლოოდ სერიოზულად უნდა იქნას მიღებული. ვინაიდან მთიან ყარაბაღში ხალხი შიმშილით იღუპება, საკმარისია საერთაშორისო საზოგადოების მხრივ თვალის დახუჭვა, როგორც ამას ბოლო 8 თვის განმავლობაში აკეთებდა. მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას ესაჭიროება სასწრაფო დახმარება, დამატებითი საბაბების გარეშე“, – წერს ეველინა ოჩაბი.

ნახეთ მეტი
Back to top button