ეკონომიკამთავარი

სომხეთმა და ირანმა „გაზი ელექტროენერგიაზე“ ხელშეკრულების ვადა გაახანგრძლივეს

10 აგვისტოს, სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ხელი მოაწერა „გაზი ელექტროენერგიის სანაცვლოდ“ ხელშეკრულების გაგრძელებისა და მოცულობის გაზრდის დოკუმენტს.

როგორც  ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესრელიზიდან ირკვევა,  კონტრაქტს მოაწერეს ხელი ერევნის თბოელექტროსადგურის სს-ის გენერალურმა დირექტორმა არამ ღაზარიანმა და ირანის ისლამური რესპუბლიკის ნავთობის მინისტრის მოადგილემ,  გაზის ეროვნული კომპანიის დირექტორმა მაჯიდ ჩეგენმა.

კონტრაქტი 2030 წლამდე გაგრძელდა.

სომხეთის  ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარების მინისტრმა გნელ სანოსიანმა მხარეებს ხელშეკრულების გახანგრძლივება მიულოცა და ხაზი გაუსვა, რომ ეს სომხურ-ირანის მეგობრული ურთიერთობების ერთ-ერთი საუკეთესო გამოვლინებაა.

„კონტრაქტის გაგრძელება ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი გარიგებაა. ხელშეკრულების გახანგრძლივება ქმნის გაზის იმპორტისა და ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობების გაზრდის შესაძლებლობას, რაც აუცილებლად დადებითად აისახება ორივე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე“, – განაცხადა მინისტრმა.

მაჯიდ ჩეგენმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა ხელშეკრულების გახანგრძლივების ფაქტს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ახალ ბიძგს მისცემს სომხეთ-ირანის ურთიერთობების განვითარებას.

ნახეთ მეტი
Back to top button