მთავარიპოლიტიკა

სტეფანაკერტ-ბაქოს შეხვედრები  დადებით   შედეგს არ მოიტანს, ყველაფერი პირველივე შეხვედრიდან გაირკვევა  – დავით ბაბაიანი

აზერბაიჯანს სურს წარმოაჩინოს სტეფანაკერტი-ბაქოს მოლაპარაკებები, როგორც შიდააზერბაიჯანული დიალოგი, ანუ მასტან უნდა მივიდნენ დამნაშავეები, ესე იგი ჩვენ  და ვუთხრათ, გვაპატიეთ, ჩვენ თქვენი მოქალაქეები გავხდებით. ამის შესახებ NEWS.am-თან საუბარში არცახის პრეზიდენტის მრჩეველმა, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაბაიანმა ბაქოს განცხადებაზე ისაუბრა, რომ ისინი მზად არიან „გამართონ რეგულარული შეხვედრები მთიანი ყარაბაღის სომხებთან“.

„ბაქოს სურს განიხილოს ინტეგრაციის საკითხი. ისინი აყენებენ წინაპირობას, რომელიც შეუძლებელს ხდის ნებისმიერ შეხვედრას. კონფლიქტის მოგვარებისადმი გულწრფელი ინტერესი, მაშინ შეხვედრები სხვა ფორმატში უნდა გაიმართოს. და ეს არის უბრალოდ ზეწოლა ჩვენზე, შიმშილი და შემდეგ მათი მიზნის მიღწევა. ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიო აპათიურად ეპყრობა ყოველივე ამას, ის არ დგამს ნაბიჯებს ამ სამარცხვინო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა დავით ბაბაიანმა.

ბაბაიანი მიიჩნევს, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, აზერბაიჯანს აქვს თავისებურება. ის არ იტყუება ის ამბობს, რომ მოვდივართ თქვენს მოსაკლავად, ეს არის ჩვენი მიზანიო. თუ ვინმე ადგება და იტყვის: არცახი სომეხეთია, საუკეთესო შემთხვევაში სამუდამო პატიმრობა მიესჯებაო.

„რეინტეგრაციის  მთავარი კომპონენტი არის არცახელთა შიმშილით დაუძლურება, მას სურს დაჩაგრული ხალხი მოვიდეს და აღთქმა დადოს, რომ ისინი ყველაფერზე არიან თანახმა.  არ მგონია, რომ შეხვედრებს დადებითი შედეგი მოჰყვეს, რადგან ყველაფერი პირველივე შეხვედრიდან გაირკვევა და არის შემთხვევები, როცა ჯობია არ შევხვდეთ, ვიდრე შევხვდეთ, რადგან ამის შემდეგ სიტუაცია უფრო გართულდება. წარმოიდგინეთ, შეხვედრის დროს აზერბაიჯანმა ულტიმატუმი წამოგვიყენოს,  მერე შეხვედრა ჩავაგდოთ, თუ  რა ვქნათ? ჩემი აზრით ყველაფერი უარესისკენ წავა“, – აღნიშნა დავით ბაბაიანმა.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მედიის ცნობით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბაქოს აქვს მკაფიო სამოქმედო გეგმა ყარაბაღელი სომხების რეინტეგრაციის პროცესის განსახორციელებლად.

ნახეთ მეტი
Back to top button