პოლიტიკა

ჰაკან ფიდანმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თურქეთის მონაწილეობა არცახის ომში

გუშინ  თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თავმჯდომარეობით ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც  factor.am წერსTRT Haberზე დაყრდნობით,  შეხვედრის დაწყებამდე ერდოღანმა ჯილდოები და საჩუქრები გადასცა რამდენიმე სამხედრო პირს, რომლებიც შეხვედრაში ბოლოჯერ მონაწილეობდნენ, რადგან ისინი პენსიაზე გადიან. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე დააჯილდოვა საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი მედლით „სახელმწიფოს წინაშე მნიშვნელოვანი დამსახურებისთვის“, რომელიც 13 წლის განმავლობაში მუშაობდა მრჩევლად, ეროვნული სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელად (MIT), ასევე პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად.  სამადლობელ სიტყვაში ფიდანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები უშუალო მონაწილეობას იღებდნენ არცახის 44-დღიან ომში. “ამ მედალს ვიღებ ჩემი მეგობრების სახელით, რომლებიც მოწამეობრივად დაიღუპნენ ჩემთან ერთად მსახურობდნენ ლიბიაში, ყარაბაღში, სირიასა და ერაყში თქვენი ბრძანებების შესრულებისას”, – თქვა თურქმა ჩინოვნიკმა.

ნახეთ მეტი
Back to top button