საზოგადოება

Associated Press-ი მთიან ყარაბაღში არსებული ვითარების შესახებ

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა გააფრთხილა, რომ “აზერბაიჯანი ამზადებს გენოციდს მთიანი ყარაბაღის ეთნიკური სომხების წინააღმდეგ” და მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს საქმე გადაეცეს საერთაშორისო ტრიბუნალს, იუწყება Associated Press.

„ლუის მორენო ოკამპოს მოხსენებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის მიერ სომხეთიდან მთიანი ყარაბაღისკენ მიმავალი ერთადერთი გზის ბლოკირება სერიოზულად აფერხებს რეგიონისთვის, სადაც დაახლოებით 120 000 ადამიანი ცხოვრობს, საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი საჭიროებების მიწოდებას. „არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ გენოციდი ჩადენილია“, ნათქვამია ოკამპოს ანგარიშში, სადაც აღნიშნულია, რომ გაეროს კონვენცია განსაზღვრავს გენოციდს, როგორც „ადამიანთა ჯგუფის ისეთი საცხოვრებელი პირობების განზრახ შექმნას, რომლებიც მიმართულია  მათი ფიზიკური განადგურებისთვის“.

„არანაირი კრემატორია და მაჩეტე თავდასხმები არ არის. შიმშილი გენოციდის უხილავი იარაღია. მყისიერი მკვეთრი ცვლილებების გარეშე, სომხების ეს ჯგუფი რამდენიმე კვირაში განადგურდება“, – ნათქვამია მოხსენებაში.

აზერბაიჯანის მთავრობის სპიკერმა უარყო ოკამპოს ანგარიში და განაცხადა, რომ ის “შეიცავს უსაფუძვლო ბრალდებებსა და ცილისწამებას“.

„ეს არის მიკერძოებული ანგარიში, ამახინჯებს რეალურ ვითარებას ადგილზე და წარმოადგენს სერიოზულ ფაქტობრივ, იურიდიულ და მატერიალურ შეცდომებს“, განუცხადა Associated Press-ს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თანაშემწემ, ჰიქმეტ ჰაჯიევმა.

დეკემბერში მომიტინგეთა ბრბომ, რომლებიც გარემოს დაცვის აქტივისტებად წარმოადგინეს, გადაკეტა ლაჩინის დერეფანი. მოგვიანებით აზერბაიჯანმა გზაზე სამხედრო გამშვები პუნქტი მოაწყო, რითაც დაბლოკა მოძრაობა, რომელიც, მისი თქმით, იარაღსა და სხვა კონტრაბანდს ატარებდა.

აზერბაიჯანის მოსაზღვრე კორნიძორში 19 სატვირთო მანქანა 360 ტონა მედიკამენტებითა და საკვებით დაახლოებით ორი კვირაა საზღვრის გადაკვეთის ნებართვას ელოდება.

ვარდან სარგსიანმა, სომხეთის მთავრობის მთიანი ყარაბაღის კრიზისების მართვის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელმა, განუცხადა Associated Press-ს, რომ მთავრობამ მოითხოვა სატვირთო მანქანების ნებართვა რუსი სამშვიდობოების გავლით და დაწვრილებით აწვდიდა მათ შინაარსს, მაგრამ ჯერჯერობით აზერბაიჯანისგან პასუხი არ ყოფილა.

„სამწუხაროდ, აზერბაიჯანული მხარის მხრიდან ამ სიტუაციით მანიპულირების არაერთი მცდელობა იყო“, – განაცხადა მან. ჩვენ უბრალოდ ვიმედოვნებთ, რომ ეს ჰუმანიტარული ინიციატივა იქნება აღქმული, როგორც ჰუმანიტარული და რომ ტვირთი მიაღწევს დანიშნულების ადგილს“.

ნახეთ მეტი
Back to top button