ეკონომიკა

“Wyndham Hotels & Resorts” ბრენდი უკვე სომხეთშია

ერევანში გაიმართა ხელშეკრულების გაფორმების ცერემონია Green Residential Park-სა და მსოფლიოს უდიდესი სასტუმროების ამერიკულ ქსელსWyndham Hotels & Resorts-ს  შორის , რომლის შედეგადაც სომხეთში აშენდება Wyndham Tsaghkadzor, Ramada Plaza by Wyndham, Wyndham Garden და Wyndham Grand Residences სასტუმრო კომპლექსები. ამის შესახებ წერს Armenpress-ი.

“Wyndham Hotels & Resorts” ბრენდის არსებობა სომხურ ბაზარზე უფრო მეტად შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარების ტენდენციებს ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ტურისტებისთვის, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ მაღალი კლასის და მდიდრულ დასვენებას. პროექტი ხსნის ახალ შესაძლებლობებს ქვეყნის ეკონომიკის, ტურისტული სექტორისა და სასტუმრო ბიზნესის განვითარებისთვის. პირველ პროექტს, Wyndham Tsaghkadzor-ს, თავისი ადგილი მიეჩინება წაღკაძორის მრავალფეროვან სასტუმროებს შორის.

„Wyndham Hotel Group“ გეგმავს სასტუმრო კომპლექსის აშენებას 150 ნომრით, რომელიც 498 ვიზიტორს მოემსახურება. საერთო ფართი იქნება 22,5 ათასი მ².  პროექტის  ინვესტიცია დაახლოებით 30 მილიონი აშშ დოლარია. იგეგმება 380 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა. სასტუმრო კომპლექსის ექსპლუატაციაში გაშვება 2025 წლის დეკემბერისათვის  იგეგმება“, – განაცხადა Wyndham Hotel Group-ის ისრაელის, ცენტრალური აზიისა და დსთ-ს ქვეყნების განვითარების დირექტორმა სერგეი ეგოროვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დეველოპერ-საინვესტიციო კომპანია „reen Residential Park“-თან მიღწეულია გრძელვადიანი თანამშრომლობის შეთანხმება, რომელიც საფუძველს ჩაუყრის სომხეთის უძრავი ქონების ბაზარზე ახალი სეგმენტის – ბრენდირებული ბინების განვითარებას.

„საუბარია ინვესტიციებზე. მშენებარე უძრავი ქონება ახალი და პერსპექტიული ტენდენციაა უძრავი ქონების ბაზარზე. ჩვენ გვაქვს ერთობლივი ფართომასშტაბიანი გეგმები უახლოეს მომავალში“, – განაცხადა იეგოროვმა.

ნახეთ მეტი
Back to top button