პოლიტიკა

მთიან ყარაბაღში ნელი გენოციდის მოწმენი ვართ. Die Zeit

გერმანული გაზეთი Die Zeit აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის ბლოკადაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბაქო ადგილობრივ მოსახლეობას აშიმშილებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ მთიანი ყარაბაღი მოწყვეტილია სამყაროს, საკვები და წამალი აქ არ აღწევს, პაციენტები საავადმყოფოში ფეხით მიდიან, რადგან საწვავის უქონლობის გამო სასწრაფო დახმარება აღარ არის. სუპერმარკეტების თაროები ცარიელია და ხალხი საათობით დგას პურის რიგში, მაგრამ ვერასდროს იღებენ. ორსული ქალები აღარ იღებენ სამედიცინო დახმარებას და ორსულებს.

„ვისაც არ უნდა ესაუბროთ ამ დღეებში მთიან ყარაბაღში, ყოველთვის გესმით მე-20 საუკუნის საშინელი სიტყვები: გენოციდი, ეთნიკური წმენდა. ეს ხალხი თავის ტანჯვას უკავშირებს 1915 წლის ისტორიულ გამოცდილებას, როდესაც ოსმალეთის იმპერიამ მილიონნახევარამდე სომეხი გაანადგურა“, – ნათქვამია სტატიაში.

ავტორის თქმით, აზერბაიჯანის დიქტატორი ალიევი ე.წ. “სეპარატისტებს” ემუქრება, მოითხოვს, რომ იცხოვრონ მის ქვეყანაში  ან დატოვონ ქვეყანა.

„ის უკვე ერთი თვეა ანკლავში 120 000-მდე სომეხა აშიმშილებს. სომხებს ისტორიის გამეორების ეშინიათ და ამაზე ხმამაღლა საუბრობენ. მაგრამ ეს ასევე აჩვენებს, თუ რას ნიშნავს მათთვის ცხოვრება აზერბაიჯანის დიქტატურის ქვეშ. მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების შიში კი თითქოს დადასტურებულია. მთელი მსოფლიო ახლა ხედავს, რა კატასტროფა იქნება, თუ ისინი აზერბაიჯანის ძალაუფლების ქვეშ მოხვდებიან“, – ნათქვამია Die Zeit-ის სტატიაში.

ნახეთ მეტი
Back to top button