პოლიტიკა

ოკამპომ მოუწოდა მყ-ის მოსახლეობის ხმა მიაწვდინონ ბლინკენს, პუბლიკაციაში კიმ კარდაშიანი და ერიკ ისრაელიანი ახსენა

აზერბაიჯანის მიერ სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის ბლოკადა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის საკვების, საწვავის, მედიკამენტების და სხვა აუცილებელი საქონლის ბლოკირება გენოციდად უნდა ჩაითვალოს. ამის შესახებ Twitter-ის თავის მიკრობლოგზე დაწერა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილმა პროკურორმა ლუის მორენო ოკამპომ.

„მთიანი ყარაბაღის სომხებს არ აქვთ ხმა და პოლიტიკური წარმომადგენლობა. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ თქვენი ხმის მიცემით და დაკვირვებით. ეს მათ დაეხმარება სახელმწიფო მდივან ბლინკენთან მიღწევაში. ის არის გადაწყვეტილების მიმღები და მხოლოდ მას შეუძლია შეცვალოს არსებული პოლიტიკა სომეხთა გენოციდის შესაჩერებლად 2023 წელს“, – ამბობს ის თანდართულ ვიდეოში.

პოსტში ოკამპომ ახსენა სომხური წარმოშობის ამერიკელი ტელევარსკვლავი კიმ კარდაშიანი და პროდიუსერი ერიკ ისრაელიანი და აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის სომხებს არ აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი ხმა მსოფლიოს მიაწვდინონ და ამ საკითხში დახმარებისკენ მოუწოდა.

ნახეთ მეტი
Back to top button