საზოგადოება

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული აღინიშნა

2022 წლის 14 აგვისტოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელმა წმიდა ეკლესიამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის  მიძინების დღესასწაული   აღნიშნა. იგი  სომეხთა ეკლესიის ხუთ ძირითად დღესასწაულთაგან მეოთხე და ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ დღესასწაულებს შორის უძველესია. ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა ეკლესიაში საღმრთო ლიტურგიებით და  ყურძნის კურთხევის რიტუალით აღინიშნა.

სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიები ეპარქიის თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ახალციხისა და მიმდებარე სოფლების ეკლესიებში ჯერ კიდევ შაბათ დღეს დაიწყო. თემებში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებისადმი მიძღვნილი ღვთისმსახურება აღავლინეს წმინდა მამებმა. მათ დილით ადრე დაიწყეს ღვთისმსახურება და ადგილზევე შეასრულეს ყურძნისა და მთელი წლის ჭირნახულის კურთხევის ტრადიციული რიტუალი.

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე თბილისელმა სომეხმა მორწმუნეებმა ღვთისმშობლის ხსოვნისადმი სიყვარული ეკლესიებში მისვლით და საღმრთო ლიტურგიებში მონაწილეობით გამოხატეს. ამის შესახებ წერს armenianchurch.ge.

ნახეთ მეტი
Back to top button