მთავარიპოლიტიკა

ჩვენ ვერ ვხედავთ ჯარების დაგროვებას  –  სომხეთში ევროკავშირის მისიამ უარყო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

სომხეთში ევროკავშირის მისიამ განაცხადა, რომ ყოველდღიური პატრულირების შედეგად, მათ არ შეუმჩნევიათ  სამხედრო მოძრაობა ან ჯარის დაგროვება, განსაკუთრებით ლაჩინის დერეფნის შესასვლელთან, რაც ფაქტობრივად უარყოფს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას საზღვარზე ჯარების დაგროვებასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის მისიამ ტვიტერის საკუთარ გვერდზე სპეციალური ჩანაწერი გააკეთა:

„ევროკავშირის მისია სომხეთში ყოველდღიურად აკვირდება სამხედრო და უსაფრთხოების ვითარებას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. ადგილზე შეკრებილი ინფორმაციით, განსაკუთრებით ლაჩინის დერეფნის შესასვლელთან არ შეიმჩნევა  რაიმე უჩვეულო მოძრაობა ან ჯარის დაგროვება. მისია აგრძელებს ტერიტორიის პატრულირებას“.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სავარაუდოდ შეიარაღებული ძალების დაგროვებაა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ეს დეზინფორმაცია და განაცხადა, რომ მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება მიუთითებს აზერბაიჯანის განზრახვაზე, დაძაბოს სიტუაცია რეგიონში.

ნახეთ მეტი
Back to top button