მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირის მისია ადასტურებს: აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დამკვირვებლებს ცეცხლი გაუხსნეს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადასტურებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დამკვირვებლების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

„ჩვენ ვადასტურებთ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრული ესწრებოდა ჩვენს პასუხისმგებლობის ზონაში მომხდარ სროლებს. ევროკავშირის მისიის არც ერთი წევრი არ დაშავებულა“, – ნათქვამია მისიის Twitter-ის გვერდზე.

მანამდე თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ 15 აგვისტოს, დაახლოებით 12:20 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა მცირე იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს ვერინ შორჟას მიმართულებით პატრულირებულ ევროკავშირის დამკვირვებლებს და მათ მანქანას.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს შეტყობინება უარყო, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ევროკავშირის ერთ-ერთი დამკვირვებელი ყვება, როგორ ესროლეს მათ მანქანას აზერბაიჯანული პოზიციებიდან. სომხეთში ევროკავშირის წარმომადგენლობამ წაშალა პოსტი, რომელიც უარყოფდა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს შეტყობინებას და მალევე დაადასტურა სროლის ფაქტი.

ნახეთ მეტი
Back to top button