პოლიტიკა

ევროსაბჭოს დეპუტატი მიუღებლად მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანი პატივს არ სცემს ლაჩინის დერეფნის სტატუსის შესახებ არსებულ საერთაშორისო შეთანხმებას.

ევროპარლამენტის წევრი, მომხსენებელი თურქეთის საკითხებში ნაჩო სანჩეს ამორი მტკივნეულად და მიუღებლად მიიჩნევს, რომ ლაჩინის დერეფნის სტატუსის შესახებ არსებული პოლიტიკური, საერთაშორისო და სამართლებრივი შეთანხმების მიუხედავად, აზერბაიჯანი მას პატივს არ სცემს.

სანჩეს ამორმა ბრიუსელში Armenpress-თან საუბარში ჯერ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი შექმნილი ვითარების უგულებელყოფით მიდის აზერბაიჯანში და ხელს აწერს გაზის ხელშეკრულებებს, შემდეგ კი ხაზი გაუსვა თურქეთის შესაძლო როლს ლაჩინის დერეფნის ბლოკირების შეჩერებაში. „თურქეთი შეიძლება იყოს კარგი შუამავალი, ეს არის გამოცდა, რომელიც შეიძლება იყოს კარგი მტკიცებულება თურქეთის მიმართ ნდობის აღსადგენად. ისინი მხარს უჭერდნენ ომს, ისინი იყვნენ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამბობდა, რომ გამოსავალი სამხედროა. ახლა თურქეთს შეუძლია კარგი როლი შეასრულოს და მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე დაბრუნდა, ყველა საკითხს წესებზე დაფუძნებული მიდგომით. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს არის გამოცდა თურქეთისთვის“, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა.

ნაჩო სანჩეს ამორი დარწმუნებულია, რომ თუ თურქეთს სურს, მას აქვს ალიევზე გავლენის მოხდენის ბერკეტები. მომხსენებლის თქმით, თურქეთის ხელისუფლებას შეუძლია სიტუაციის შემსუბუქება და რთულ ვითარებაში მყოფი ადამიანების საჭიროებების უზრუნველყოფაში წვლილის შეტანა.

ნახეთ მეტი
Back to top button