მთავარიპოლიტიკა

მისასალმებელია საერთაშორისო მედიის ცნობადობა არცახში არსებულ ვითარებაზე. არაიკ ჰარუთუნიანი

მყ-ის პრეზიდენტი არაიკ ჰარუთიუნიანი მიესალმა წამყვანი საერთაშორისო მედიის მიერ მყ-ში სრული ალყის შედეგად შექმნილი ვითარების გაშუქებას.

„საერთაშორისო მასმედია თავის მასალებში განიხილავს როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პირველი მთავარი პროკურორის, ლუის მორენო ოკამპოს მოხსენებას და შეფასებებს, ხვალ გაეროს უშიშროების საბჭოში ამ სიტუაციის განხილვას, ასევე მყ-ის ხელისუფლებისა და საზოგადოების მიერ ფაქტებისა და შეხედულებების წარმოდგენას.

დღეს პრესტიჟული საინფორმაციო სააგენტო „ფაინენშალ თაიმსი“ ალყაში მოქცეული არცახის 120 000-მდე მოსახლეობის პრობლემებსა და სიტუაციის შესაძლო განვითარებას შეეხო.

მედიამ ჩემი სიტყვების ნაწილი მოიყვანა: „ბლოკადამ საკვების დეფიციტი გამოიწვია, რადგან საკვების 90 პროცენტი ჩვეულებრივ სომხეთიდან შემოდიოდა. საწვავის მასიური დეფიციტია. ჯანდაცვა და სხვა აუცილებელი სერვისები დიდი სირთულეებით მუშაობს. წამლები ამოიწურა, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს“.

რაც შეეხება სომხეთის განცხადებებს მყ-ის აზერბაიჯანის ნაწილად აღიარების თაობაზე, სტატიაში წარმოდგენილი იყო ჩემი მოწოდება სომხეთის ხელისუფლებას არ გადადგას ეს ნაბიჯი და ხაზგასმით აღვნიშნე ჩვენი თვითგამორკვევის უფლება.

ჩვენ, ჩვენი პარტნიორები და მეგობრები ვაგრძელებთ თანმიმდევრულ ძალისხმევას, რათა შექმნილ სიტუაციაზე გავზარდოთ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებულობის  და აზერბაიჯანზე ზეწოლის დონე, რათა შეჩერდეს გენოციდის შემდგომი კურსი“, – წერს მყ-ის პრეზიდენტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ნახეთ მეტი
Back to top button