პოლიტიკა

რუსეთის სამშვიდობო ძალებში სამოქალაქო სამსახურის განმახორციელებლებს, აზერბაიჯანი წარმოადგენს როგორც სრ-ის მოქალაქეებს. სომხეთის სახელმწიფო მინისტრი

ჰაკარის ხიდზე უკანონოდ დამონტაჟებული საგუშაგოს გავლით სრ მოქალაქეების მიერ  14.08.2023წ. შეუზღუდავი გადაადგილების შესახებ  აზერბაიჯანის განცხადება რეალობას არ შეესაბამება, – წერს მყ-ის სახელმწიფო მინისტრი გურგენ ნერსისიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. მან ვიდეოც გამოაქვეყნა.

„როდესაც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სტეფანაკერტის ოფისის მეშვეობით ლაჩინის დერეფნის გავლით პაციენტების გადაყვანის პროცესი სრ სამედიცინო დაწესებულებებში ძლივს აღდგა და მიმდინარეობს რამდენიმე დღიანი მოლაპარაკება ყოველი მარშრუტის ორგანიზებაზე, რათა არ მოხდეს სამოქალაქო პირის გატაცება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ლოგოანი მანქანიდან, აზერბაიჯანმა გუშინ გამოაქვეყნა ინფორმაცია, თითქოსდა ნახონ, როგორ გადიან სრ მოქალაქეები დაუბრკოლებლად ჰაკარის ხიდზე დამონტაჟებულ „გამშვებ პუნქტში“.

გასაკვირია, რომ იმ მომენტში თურქული მედიაც გამოჩნდა იმავე ადგილას.

თუმცა რეალურად „საგუშაგოზე“ გავლილი პირები იყვნენ მყ-ის რუსეთის სამშვიდობო ძალებში სამოქალაქო სამსახურში მომუშავე პირები, ისინი „საგუშაგოზე“ სამშვიდობო ძალებმა მათი მანქანებით მიიყვანეს.

გაეროს უშიშროების საბჭოს სესიამდე კი აზერბაიჯანი ცდილობდა ეს ინციდენტი კიდევ ერთი დადგმის მიზნით გამოეყენებინა.

ვიდეოებში ნათლად ჩანს, თუ როგორ გადაადგილდებიან რუსი სამშვიდობოების მანქანები 14.08.2023 წ. მათი განლაგების ადგილიდან ლაჩინის დერეფნის მიმართულებით და „საგუშაგოზე“ როგორ გადადიან ადამიანები სამშვიდობოების განლაგების ადგილიდან სომხეთის რესპუბლიკაში.

ნახეთ მეტი
Back to top button