მთავარიპოლიტიკა

ალენ სიმონიანმა და ვალენტინა მატვიენკომ მთიან ყარაბაღში ლაჩინის დერეფნის კრიზისის გამო შექმნილი ჰუმანიტარული კატასტროფის დეტალები განიხილეს

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ალენ სიმონიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის ფედერალური ასამბლეის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე  ვალენტინა მატვიენკოსთან.

როგორც  სომხეთის ეროვნული ასამბლეის გზავნილიდან ირკვევა, ალენ სიმონიანმა მიუსამძიმრა  გუშინ მახაჩყალაში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

სატელეფონო საუბრისასგანიხილეს ლაჩინის დერეფნის კრიზისის შედეგად მთიან ყარაბაღში შექმნილი ჰუმანიტარული კატასტროფის დეტალები  და ასევე ისაუბრეს აზერბაიჯანის მიერ ტყვეთა დაბრუნების საკითხებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button