მთავარისაზოგადოება

ვიდეო –  სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის მორიგ სიცრუეს ფაქტებით უარყოფს

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც უარყოფს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას,  რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ ზონაში სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიულმა ჯგუფმა შეაღწია.

„სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო წარმოგიდგენთ ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ უახლოვდება აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების ჯგუფი რეზერვისტ გ. ი.-ს, ჯერ ესაუბრა, შემდეგ დააკავა და მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.

ეს ვიდეო უარყოფს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ სიცრუეს, რომლის მიხედვითაც, საზღვრის აღმოსავლეთის მიმართულებით სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფი ცდილობდა შეღწევას და რომლის „მოქმედებები ცეცხლის გახსნით შეჩერდა“.

ნახეთ მეტი
Back to top button