ეკონომიკამთავარი

ზემო ლარსის გამშვები პუნქტი დროებით შეზღუდულ რეჟიმში იმუშავებს – რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო რეკომენდაციას აძლევს  განხილული იქნას ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტები

ზემო ლარსის საგუშაგოს დაგეგმილი რეკონსტრუქციის ფარგლებში, 17-26 აგვისტოს,  რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო ხაზებზე ასფალტის სამუშაოები განხორციელდება. წერს „Armenpress“-ი.

რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაიდან  ირკვევა, სამუშაოები, კერძოდ, სატვირთო და მსუბუქი სამგზავრო მანქანების მოძრაობის ზოლებზე განხორციელდება, რომლებიც დროებით, ეტაპობრივად, ექსპლუატაციიდან გამოვა, რის შედეგადაც საგუშაგოს გამტარუნარიანობა თანდათან შემცირდება.

რუსეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტრო მოქალაქეებს და გადამზიდველებს ზემო ლარსის გამშვები პუნქტის სიმძლავრის შესაძლო შემცირების შესახებ აფრთხილებს და ურჩევს, განიხილონ სატრანსპორტო ალტერნატიული მარშრუტები. ასევე რეკომენდებულია სამუშაოების განხორციელების გათვალისწინებით საზღვრის გადაკვეთის თარიღისა და დროის დაგეგმვა.

ნახეთ მეტი
Back to top button