მთავარიპოლიტიკა

მთიანი ყარაბაღის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სესიის წინ, მირზოიანმა ლავროვთან საუბარში საჭიროდ მიიჩნია არსებული მექანიზმების ეფექტურად გამოყენება

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა 16 აგვისტოს სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.

როგორც სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს , არარატ მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  8 თვეზე მეტია გრძელდება მთიანი ყარაბაღის ეთნიკური წმენდის მიზნით აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკირება,რასაც მოჰყვა ჰუმანიტარული კატასტროფა მთიან ყარაბაღში.

მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის წინ არარატ მირზოიანმა ხაზი გაუსვა არსებული მექანიზმების ეფექტიანად გამოყენების აუცილებლობას.  უნდა იქნას შესრულებული 2023 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მე-6 პუნქტი, რომელსაც ხელი მოაწერეს სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდრებმა,  ასევე  იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს 22 თებერვლისა და 6 ივლისის  გადაწყვეტილებები ლაჩინის დერეფნის დუყოვნებლივ გახსნის შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button