მთავარიპოლიტიკა

მთიან ყარაბაღში არსებულმა ვითარებამ შეიძლება ხელი შეუშალოს სამშვიდობო პროცესს სამხრეთ კავკასიაში  – არარატ მირზოიანი

მთიან ყარაბაღში არსებულმა ვითარებამ შეიძლება ხელი შეუშალოს სამშვიდობო პროცესს სამხრეთ კავკასიაში, განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

„ჩვენს რეგიონში სტაბილურობის პერსპექტივებს ძირს უთხრის აზერბაიჯანი, რაც ქმნის ჰუმანიტარულ კატასტროფას ყარაბაღში. მთიან ყარაბაღში არსებულმა ვითარებამ შეიძლება გამოიწვიოს სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პროცესის ჩაშლა“, – განაცხადა მირზოიანმა.

არარატ მირზოიანმა აღნიშნა, რომ ბაქო აგრძელებს ერევანიდან მთიან ყარაბაღში გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთის ბლოკირებას. სომხეთმა გაგზავნა ჰუმანიტარული საქონელი, რომელიც ჯერ კიდევ ლაჩინის დერეფნის შესასვლელთან დგას, რადგან აზერბაიჯანული მხარე ხელს უშლის მათ ყარაბაღში მის  მიწოდებას“, – განაცხადა მან.

აზერბაიჯანული ბლოკადის შედეგად მთიან ყარაბაღში 30 000-მდე ბავშვი იკვებება არასრულფასოვნად.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის უქონლობის გამო 20 000 მოხუცს გადაადგილება არ შეუძლია, 30 000  ბავშვი იკვებება არასრულფასოვნად.

2000 ორსულ ქალს არ აქვს ძირითადი ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე“, – თქვა მან და დასძინა, რომ ბოლო რვა თვის განმავლობაში მთიან ყარაბაღში დაღუპულთა რიცხვი გაორმაგდა.

„ლაჩინის დერეფანი შეთანხმებული იყო, როგორც დამაკავშირებელი კავშირი სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის და მას ალტერნატივა არ აქვს. ლაჩინის დერეფანი ღია უნდა იყოს და რაც შეეხება სხვა საკომუნიკაციო არხებს, ისინი შეიძლება განიხილებოდეს ბაქოსა და სტეფანაკერტს შორის საერთაშორისო დიალოგის მექანიზმის ფარგლებში“, – განაცხადა მან.

სიტყვით გამოსვლის დასასრულს მირზოიანმა განაცხადა, რომ მოელის, რომ გაეროს უშიშროების საბჭო დაგმობს მთიან ყარაბაღში შიმშილის, როგორც ომის წარმოების მეთოდის გამოყენებას.

ნახეთ მეტი
Back to top button