
აზერბაიჯანი ღია გენოციდურ პოლიტიკას ახორციელებს. News.am-ის გადმოცემით, ამის შესახებ ონლაინ ფორუმზე განაცხადა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ღაზარიანმა.
მინისტრმა აცნობა, რომ მყ-ში ინტერნეტთან დაკავშირებით პრობლემები იყო. „აზერბაიჯანული მხარე შეგნებულად უშლის ხელს მყ-ის მონაწილეობას, რათა ამ უკანასკნელმა ვერ თქვას ურთულესი ვითარების შესახებ. ამიტომ მინისტრმა თავად წარმოადგინა სიტუაცია“, – განაცხადა ღაზარიანმა.
მისი თქმით, არსებული ვითარება შეიქმნა 2020 წლის სექტემბერში გაჩაღებულ ომში აზერბაიჯანის დაუსჯელობის შედეგად დაქირავებული ჯარისკაცების გამოყენებისა და თურქეთის მონაწილეობის გამო. ამიტომაც ატარებს ღია გენოციდურ პოლიტიკას.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნებმა და ორგანიზაციებმა ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ აზერბაიჯანის შეკავებისთვის. მისი შეფასებით, ბაქო ასევე ცდილობს ისარგებლოს „ხელსაყრელი“ საერთაშორისო ვითარებით და მიაღწიოს მთიანი ყარაბაღის სომხებისგან დაცლას.