მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანმა შეწყვიტა მყ-ის სტაბილური კავშირი ინტერნეტთან

გუშინ, 17 აგვისტოს, 17:55 საათზე, ბერძორის (ლაჩინის) დერეფანში მდებარე უკანონო გამშვებ პუნქტთან, აზერბაიჯანულმა მხარემ ინტერნეტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი გადაჭრა, რამაც ხელი შეუშალა მყ-ის ინტერნეტთან სტაბილურ კავშირს. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს არტაკ ბეგლარიანი.

„გუშინ საღამოს, მყ-დან ჩამოსული სპეციალისტები რუს სამშვიდობოებთან ერთად ცდილობდნენ მიახლოებულიყვნენ მოცემულ მონაკვეთს და შეეკეთებინან კაბელი, მაგრამ აზერბაიჯანულმა მხარემ ამის საშუალება არ მისცა. სამშვიდობოებსა და აზერბაიჯანულ მხარეს შორის მოლაპარაკებები დღეს დილიდან მიმდინარეობს, რათა ჩვენმა სპეციალისტებმა დაზიანებული კაბელი აღადგინონ.

შემთხვევით არ მიმაჩნია, რომ ეს ახალი დანაშაული გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ და მყ-ის გენოციდის შესახებ დაგეგმილი პრესკონფერენციის დაწყებამდე ფაქტიურად 5 წუთით ადრე მოხდა. ამ პროვოკაციის შედეგად, პრესკონფერენციაზე გამომსვლელებმა მყ-დან, ადამიანის უფლებათა დამცველმა გეღამ სტეფანიანმა და დევნილმა მოქალაქე ალვინა ნერსესიანმა, შეძლეს დაკავშირება დანარჩენ ორ მომხსენებელთან, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ღაზარიანთან და საერთაშორიო სისხლის სამართლის პირველ გენერალურ პროკურორთან, ლუის მორენო ოკამპოსთან 45 წუთის დაგვიანებით. აზერბაიჯანის მცდელობის მიუხედავად, პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც 27 ქვეყნიდან 130-მდე ადამიანი ესწრებოდა.

სხვათა შორის, ახლა ინტერნეტი ძალიან შეზღუდულადაა  ხელმისაწვდომი მყ-ში არასტაბილური რადიოკავშირის საშუალებით, რომელიც ასევე მუდმივად იმყოფება აზერბაიჯანული ჩამხშობი სისტემების ზეწოლის ქვეშ“, – წერს ბეგლარიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button