მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანმა ისაუბრა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისის საკითხზე

გუშინ გაიმართა სრ მთავრობის მორიგი სხდომა, რომელსაც მართავდა პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

Radar Armenia-ს გადმოცემით, დღის წესრიგში არსებული საკითხების განხილვამდე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე  მთიან ყარაბაღში ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკირების შედეგად შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ.

პრემიერმა, კერძოდ აღნიშნა:

„პატივცემულო მთავრობის სხდომის მონაწილეებო,

ძვირფასო ხალხო,

გუშინ გაეროს უშიშროების საბჭომ გამართა სასწრაფო დისკუსია ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკირების შედეგად მთიან ყარაბაღში დამკვიდრებულ ჰუმანიტარულ კრიზისთან დაკავშირებით. განხილვების შეჯამებით შეგვიძლია ავღნიშნოთ შემდეგი:

პირველ რიგში, უმაღლეს საერთაშორისო სასამართლოში ხაზი გაესვა იმას, რომ ლაჩინის დერეფანი დახურულია. რა თქმა უნდა, სომხურ საზოგადოებას შეიძლება უცნაურად მოეჩვენოს, რომ ამას ვაფიქსირებ უშიშროების საბჭოში განხილვის შედეგად, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აზერბაიჯანი მუდმივად და განუწყვეტლივ ამტკიცებს, რომ ლაჩინის დერეფანი დახურული არაა.

მეორე, გაეროს უშიშროების საბჭოში დისკუსიამ დაადასტურა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისის არსებობა და ის ფაქტი, რომ მთიანი ყარაბაღის 120 ათასი ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება ეჭვქვეშაა.

მესამე, ხაზგასმით აღინიშნა, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ლაჩინის დერეფნის გავლით ორივე მიმართულებით ადამიანების, მანქანებისა და ტვირთების შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველსაყოფად აზერბაიჯანის მიერ არ განხორციელებულა.

ახლა შეგვიძლია დავაფიქსიროთ, რომ სიმართლე ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკირებისა და მთიან ყარაბაღში მომხდარი ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ უმაღლეს საერთაშორისო სასამართლოში გამოვლინდა. ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობის კოლექტიური მოწოდება გაკეთდა აზერბაიჯანისადმი, რომ აღმოიფხვრას ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკირება.

რა თქმა უნდა, ეს მოწოდება ამ დროისთვის არ განხორციელებულა და 22 სატვირთო მანქანა, დაახლოებით 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთით, ლაჩინის დერეფნის შესასვლელთან მთიან ყარაბაღში შესვლის შესაძლებლობას ელოდება. ამასობაში ჰუმანიტარული მდგომარეობა მთიან ყარაბაღში დღითიდღე უარესდება. ამავდროულად, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განმახორციელებელ ყარაბაღელებს მოსავლის აღების საშუალება არ აქვთ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ცეცხლის ქვეშ მოხვედრის გამო.

ერთის მხრივ, აზერბაიჯანმა დაბლოკა სომხეთის მთავრობის მიერ მთიან ყარაბაღში 100 ტონა ფქვილის შესვლა, მეორე მხრივ, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას არ აძლევს უფლებას, რომ დათესილი მარცვლეული აიღოს, რომ ფქვილი ჰქონდეს. ეს არის კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ადასტურებს საერთაშორისო ექსპერტების მიერ წამოჭრილ თეზისს, რომ აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის სომხებს შიმშილით გენოციდში ამყოფებს და ამიტომ ლაჩინის დერეფნის გახსნა გენოციდის პრევენციისკენ მიმართულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს. ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გაამახვილოს ყურადღება ამ აღქმაზე.

ამასთან, უნდა გავიმეორო ის, რაც ადრე ვთქვი, რომ შექმნილი სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი არის აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკირების მოხსნა, სტეფანაკერტ-ბაქოს დიალოგის დაწყება საერთაშორისო მექანიზმის ფარგლებში.

სომხეთის რესპუბლიკა, თავის მხრივ, ადასტურებს სამშვიდობო დღის წესრიგისადმი მის ერთგულებას  და მოუწოდებს ოფიციალურ ბაქოს, თავი შეიკავოს მშვიდობის დამყარების ისტორიული შესაძლებლობის გაუქმებისკენ მიმართული ნაბიჯებისგან.

ნახეთ მეტი
Back to top button