პოლიტიკა

სერჟ თანკიანმა Imagine Dragons ჯგუფს ბაქოში დაგეგმილი კონცერტის გაუქმებისკენ მოუწოდა

System Of A Down ჯგუფის სოლისტი სერჟ თანკიანი მოუწოდებს ჯგუფს Imagine Dragons  გააუქმოს ბაქოში 2 სექტემბერს დაგეგმილი კონცერტი.

„რამდენიმე თვის წინ გავიგე, რომ 2 სექტემბერს აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში, Imagine Dragons-მა კონცერტი დაგეგმა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მათ არ იცოდნენ, რომ აზერბაიჯანის ნავთობ-ოლიგარქიული დიქტატორული რეჟიმი მთიან ყარაბაღში აშიმშილებს 120 ათას ადამიანს, რასაც ახლა გენოციდს უწოდებს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ყოფილი პროკურორი ლუის მორენო ოკამპო. ამიტომ, წარმომადგენლების მეშვეობით მათ გავუგზავნე წერილი, სადაც მოვუწოდებდი გადაეხედათ აზერბაიჯანში კონცერტის გამართვა, რათა ეს არ დაეხმაროს დიქტატორული რეჟიმის ქმედებების გამართლებას“, – წერს თანკიანი ინსტაგრამის პოსტში.

„არანაირი რეაგირება არ ყოფილა. რამდენადაც მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისი უარესდება, შიმშილი უკვე დაფიქსირდა, მე თავს ვალდებულად ვგრძნობ, გავასაჯაროო ეს წერილი და მათი ზიზღი ამ ჰუმანიტარული კატასტროფის მიმართ. შესაძლოა, ისინი თვლიდნენ, რომ მათ ჰქონდათ კანონიერი ვალდებულება შეესრულებინათ, იქნებ უბრალოდ არ აინტერესებდათ. მთელი ჩემი ცხოვრება მე ვიყავი გენოციდის აღიარების დამცველი და ყოველთვის ვამბობდი, რომ გენოციდის რეჟიმებსა თუ უარყოფისთვის უნდა დაისაჯონ. აზერბაიჯანის მხრიდან მორიგი გენოციდია მოსალოდნელი და სანამ ეს ხდება, ამერიკული ჯგუფის გამოსვლებით ტკბებიან“, – წერს მუსიკოსი.

სერჟ თანკიანმა ასევე გააზიარა ხელმოწერების შეგროვების ბმული, რომლითაც ადამიანებს შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი წინააღმდეგობა Imagine Dragons-ის კონცერტს ბაქოში.

ნახეთ მეტი
Back to top button