ანალიტიკამთავარი

სომხები არ უნდა იყვნენ უკრაინის კონფლიქტის გვერდითი მსხვერპლი. ოკამპო

სომხები არ უნდა იყვნენ უკრაინის კონფლიქტის გვერდითი მსხვერპლი. News.am-ის გადმოცემით, ამის შესახებ აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკადისადმი მიძღვნილ ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტმა, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პირველმა მთავარმა პროკურორმა, ჰარვარდისა და იელის უნივერსიტეტების ყოფილმა პროფესორმა ლუის მორენო ოკამპომ.

„მე შევისწავლე პრობლემა. ეს ძალიან მარტივია. ჟენევის კონვენციების მიხედვით, გენოციდის ერთ-ერთი ფორმაა ჯგუფის ფიზიკური განადგურების პირობების შექმნა. სწორედ ეს ხდება ლაჩინის დერეფნის ბლოკადის შედეგად. სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლაჩინის დერეფანი უნდა გახსნილიყო, მაგრამ მათ ეს გადაწყვეტილება უგულებელყვეს. წითელი ჯვრის ასერთაშორისო კომიტეტის განცხადება ადასტურებს, რომ საკვებისა და მედიკამენტების ტრანსპორტირება შეუძლებელია. შიმშილობაც გენოციდია. როგორ ავიცილოთ თავიდან? პასუხისმგებლობა ეკისრება გაეროს უშიშროების საბჭოს. რუსეთმა, საფრანგეთმა და შეერთებულმა შტატებმა რაღაც უნდა გააკეთონ სიტუაციის შესაცვლელად, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის კონფლიქტმა ისინი გაყო. სომხები არ უნდა იყვნენ უკრაინის კონფლიქტის გვერდითი მსხვერპლი. ბაიდენმა აღიარა 1915 წ გენოციდი. ახლა აუცილებელია ახალი გენოციდის პრევენცია“, – აღნიშნა ექსპერტმა.

„აზერბაიჯანი უარს ამბობს სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე და გაერომ უნდა მიიღოს ზომები. ყველა მოუწოდებს აზერბაიჯანს შეწყვიტოს ბლოკადა, ის ამას უგულებელყოფს. სხვა რა მტკიცებულებებია საჭირო?” – დასძინა მან.

ოკამპოს თქმით, რუსეთმა, საფრანგეთმა და აშშ-მა უნდა უზრუნველყონ ლაჩინის დერეფნის თავისუფალი ოპერირება რუსი სამშვიდობოების ეგიდით. ექსპერტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ უნდა დაეხმაროს სამშვიდობოებს თავიანთი ფუნქციების შესრულებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button