სპორტი

“აიაქსის” მთავარი მიზანი ედუარდ სპერციანის ტრანსფერია

ესტონეთის ნაკრებისა და რუსული “კრასნოდარის” ფეხბურთელი ედუარდ სპერციანი ჰოლანდიის ტიტულოვანი კლუბის “აიაქსის” ყურადღების ცენტრში აგრძელებს ყოფნას.

როგორც “Armenpress”-ი   იუწყება, ამის შესახებ ცნობილმა ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ Twitter-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა.

„სომეხი ნიჭი ედუარდ სპერციანი აგრძელებს „აიაქსის“ მთავარ სამიზნედ ყოფნას. გასაგებია, რომ მისით ბევრი კლუბია დაინტერესებული, მაგრამ სპერციანს მხოლოდ “აიაქსში” სურს, – წერს რომანო და შეახსენებს, რომ სპერციანი გასულ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა 10 გოლით და 12 პასით.

ნახეთ მეტი
Back to top button