სპორტი
არსენ ზახარიანი “რეალ სოსიედადს” შეუერთდა

რუსეთის ნაკრების ნახევარმცველი არსენ ზახარიანი მოსკოვის “დინამოდან” “რეალ სოსიედადში” გადავიდა, იუწყება ესპანური კლუბის პრესსამსახური. 20 წლის ფეხბურთელმა 6 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ “დინამო” ზახარიანის ტრანსფერიდან 12 მილიონ ევროს მიიღებს.
მიმდინარე სეზონში ზახარიანმა “დინამოს” შემადგენლობაში 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა, 1 საგოლე პასი გააკეთა.
ზახარიანი 12 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. “რეალ სოსიედადმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირის საგზური მოიპოვა.